მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკის ყოფილი გამგებელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უხელმძღვანელებს

დავით კვინიკაძე

"ოცნების" რეგიონული განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ვაკის ყოფილი გამგებელი დავით კვინიკაძე დაინიშნა. იგი კომპანიაში ალექსანდრე თევდორაძის შეცვლის. bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზები კი მათთვის უცნობია.

უწყების ინფორმაციით, კვინიკაძე პროფესიით ეკონომისტია. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და აქვს საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ბუდაპეშტში, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტიდან.

მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2021 წლიდან დღემდე დავით კვინიკაძე ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. მანამდე მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების საფინანსო სამმართველოს.

კვინიკაძე ასევე მოღვაწეობდა საერთაშორისო კომპანიაში – ბრიტანეთის ტელეკომის ბუდაპეშტის წარმომადგენლობაში მენეჯერის პოზიციაზე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში სასმელი წყლის, წყალარინებისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ერთ-ერთ უმსხვილეს სსიპ-ს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები