ვაკო ავალიანი "მაესტროს" აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
მისი თქმით, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე და არხის ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ამიტომაც ის ტოვებს "მაესტროს".
"ვტოვებ მაესტროს სადაც, კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი - არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, (რამდენიმე პროექტით) არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება მაესტროს და მაესტროელებს", - წერს ვაკო ავალიანი.