მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკვირდებით, რისთვის მიდიან ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში სამკურნალოდ და ვცდილობთ, ის აპარატურა შევიძინოთ - პაატა კურტანიძე

კურტანიძე

“ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი პაატა კურტანიძე კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორც მან "ჯანდაცვის სტანდარტში" განაცხადა, გეგმები უკავშირდება მოწინავე აპარატურის შეძენას, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიური მიმართულებით კიდევ უფრო განვითარებას.

"ჩვენი გეგმები დამოკიდებულია რა მოთხოვნა იქნება მოსახლეობის და ექიმების მხრიდან. ვაკვირდებით რისთვის მიდიან ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში სამკურნალოდ თუ დიაგნოსტიკისთვის და ვცდილობთ, ის აპარატურა შევიძინოთ. მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელები ვაკვირდებით, მთელს მსოფლიოში დავდივართ გამოფენებზე სამედიცინო აპარატურის, ექიმებსაც მუდმივად ვითხოვთ, გვითხრან რა სიახლეა მათ სფეროში აპარატურა იქნება თუ სწავლება. ჩვენი სამომავლო გეგმებია, მსოფლიოში თუ რამე კეთდება ახალი, რომელიც კიდევ უფრო ზუსტ დიაგნოზს, სწრაფ მკურნალობას იძლევა, ეს დავნერგოთ საქართველოში.

დღეს "ავერსს" აქვს 365 აფთიაქი და მუდმივად ვამატებთ. შარშან ერთი სააფთიაქო რობოტი ჩამოვიტანეთ და ახლა 10 გვაქვს შეკვეთილი, საკმაოდ ძვირად ღირებულია, 160 000 ევროზე მეტი ღირს ერთი სააფთიაქო რობოტი, მაგრამ ის განაპირობებს სიზუსტეს, სისწრაფეს. წარმოების გაფართოებასაც ვგეგმავთ, ახალი დანადგარების დამატებას. ახალ კლინიკას ვაშენებთ და მომავალშიც გვაქვს გეგმაში",- თქვა პაატა კურტანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები