მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალდებულება რესტორნებისთვის - მენიუში საქონლის ჯამური თანხა უნდა მიეთითოს

რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ გაავრცელა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, კვების მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი. რატომ მიიღო სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება და ექნება თუ არა ამას გავლენა სარესტორნე ბიზნესზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები