ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ენერგეტიკის სამინისტრომ შპს "მზის ენერგიის კომპანიასთან" მემორანდუმი გაწყვიტა. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ენერგეტიკის სამინისტროში განუმარტეს, კომპანიამ მემორანდუმით გაფორმებული პირობები დაარღვია, კერძოდ, ვერ წარმოადგინა მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
უწყების ცნობით, შესაბამისად, მთავრობის განკარგულებით, მემორანდუმი შეწყვეტილია. მემორანდუმის პირობებით, კომპანია Headwall Power International-ის პარტნიორ "მზისენერგიის კომპანიასთან"ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალი 12 თვის განმავლობაში უნდა შეესწავლა. მთავრობამ მემორანდუმი კომპანიასთან გასული წლის აპრილში გააფორმა.

























