„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 13 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა.
აღნიშნული კომპანიებია:
1. შპს „ხევი“
2. შპს „წალკის რძის პროდუქტები“
3. შპს „იქს სტილი“
4. შპს „ჯანმრთელი წყალი +“
5. შპს „წალკა აგრო“
6. შპს იმედი
7. შპს აბაშის რძის ქარხანა
8. შპს სოლიდორთი
9. შპს ემ ჯი პლასტიკი
10. შპს Sharko
11. შპს არეანვეძა
12. შპს აიალამა
13. შპს „ენ‐ეიჩ‐ელ 43“
სახელმწიფო პროექტი "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მისი ძირითადი მიმართულება ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში კომპანიებს ქონება სიმბოლურ ფასად, - 1 ლარად გადაეცემათ. 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 363 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 880 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

























