მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 16 მოვაჭრე დაჯარიმდა - კონკურენციის სააგენტო

ვაჭრობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 16 მოვაჭრეს, 22 საქმეზე, ჯამში 17 512 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან მაისის ჩათვლით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ, 60 საქმეზე, 55 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

სააგენტოში 5 თვეში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 348 განაცხადი დაფიქსირდა.

ცნობისთვის, მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 15 20.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები