მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

5bf3ff3e1011c
BM.GE
20.11.18 16:32
3052
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას განცხადებით, სექტორს „ვალების განულებაზე“ სამუშაო დოკუმენტი გუშინ გადაეგზავნა. დოკუმენტი, როგორც ცნობილია ჯერჯერობით საბოლოო არაა, თუმცა, მისოებისთვის შეთავაზება შემდეგია:

„არის შეთავაზება ვალდებულბების მთლიან დაფარვაზე, მაგრამ დრაფტში დიფერენცირებულ სესხებზეა საუაბრზე. მათ შორის 2018 წლამდე ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხების 9%-ის ანაზღაურებაზეა საუბარი. ანუ სესხზე რომელსაც 2018 წლამდე აქვს ვადაგადაცილებულის სტატუსი და არის 1000 ლარის, მასზე შემოთავაზებაა 90 ლარის დაფარვაზე. საუბარი არაა პროცენტის და ჯარიმის ანაზღაურებაზე“, - ამბობს შენგელია და განმარტავს რომ 2018 წლის შემდეგომ წარმოქმნილ სესხებზე შეთავაზებაა რომ 14% დაიფაროს.

ამ სქემის მიხედვით, თუკი ქართუ სესხის ძირის 9%-ს დაუფარავს საკრედიტო ორგანიზაციას (შესაბამისად, საფინანსო ორგანიზაციიდან ვადაგადაცილებულ სესხს 9%-ად შეისყიდის), მსესხებელს კრედიტი უნულდება, დარჩენილი თანხის, მათ შორის ჯარიმებისა და პროცენტის დაფარვა კი ქართუს მიერ არ მოხდება.

ამასთან, ცნობილია რომ შეთავაზება განსხვავდება საბანკო და ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის.

მიაკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამ წუთებში ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები