მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალენსიაში წყალდიდობით დაზარალებულთათვის სახელმწიფო €250 მილიონს გამოყოფს

ვალენსია

ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვალენსიის რეგიონში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულებისათვის ადგილობრივი ხელისუფლება €250 მილიონს გამოყოფს - ამის შესახებ ადგილობრივი მედია the Olive Press იტყობინება.

ვალენსიაში კოკისპირული წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, ბოლო ინფორმაციით, 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ათობით მოქალაქე.

მედიის ცნობით, ფინანსური დახმარების სქემის შესახებ დეტალები ვალენსიის პრეზიდენტმა, კარლოს მაზონმა გაავრცელა. მისი თქმით, რეგიონული მთავრობის დახმარება სრულად თავისუფალი იქნება ბიუროკრატიისგან და დაზარალებული ადამიანების "ცხოვრების აღდგენას" მოხმარდება.

წყალდიდობით დაზარალებული ყველა ოჯახი სახლების დასალაგებლად, ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის გამოსაცვლელად €6 000-ს მიიღებენ. თანხის ნაწილი ასევე განსაზღვრული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც უფრო დიდ დახმარებას, მაგალითად საცხოვრებლის პერმანენტულ ცვლილებას საჭიროებენ.

ამასთან, სტიქიით დაზარალებული ადამიანები სახელმწიფო დოკუმენტებს უფასოდ აღადგენენ.

მუნიციპალიტეტებს მთავრობისგან დახმარება ინფრასტრუქტურის აღდგენისთვისაც გამოეყოფათ. ამასთან, ვალენსიის მთავრობა გრანტს ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდანაც მოითხოვს.

ვალენსიის დასახმარებლად მზაობა გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, თუმცა მას ფინანსური დახმარების მოცულობა არ დაუკონკრეტებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები