მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალენტინობის დღის საჩუქრებზე ამერიკელებმა საშუალოდ 186 დოლარი დახარჯეს

ვალენტინობა

სიყვარულის საერთაშორისო დღე დასრულდა, ახლა კი დროა მისი ეკონომიკური გავლენა შევაფასოთ. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ ვალენტინობის დღის აღსანიშნავად 26 მილიარდი დოლარი დახარჯა.

თავად ეს რიცხვი ეროვნულ დანახარჯს წარმოადგენს და ის ბევრს არაფერს გვეუბნება, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა თითოეულ მოქალაქეზე დაანგარიშებული სტატისტიკა. როგორც ჩანს, ამერიკელებმა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გასაკეთებლად საშუალოდ 186 დოლარი დახარჯეს.

186 დოლარი თითქმის 8 დოლარით მეტია ხუთი წლის წინ დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ანუ ამ მიმართულებით ინფლაცია ცალსახად შესამჩნევია. ხარჯის უდიდესი ნაწილი სამკაულებზე მოდის, 33% - ტანსაცმელზე და 17% ყვავილებზე.

ამ 186 დოლარს თუ ჩვენს ეროვნულ ვალუტაში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ საშუალოდ ხარჯი დაახლოებით 493 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები