ვალენტინობისთვის “ბაზარი ორბელიანზე” მცირე მეწარმეების ბაზარი გაიმართება. ამის შესახებ პროექტების მენეჯერმა ანა ბარათაშვილმა BMGTV-ს ეთერში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ბაზარი 3 დღის განმავლობაში, 13-დან 15 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი, სადაც დაახლოებით 30-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას.
„მცირე ბიზნესების ხელშემწყობი ბაზარს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული პროექტი გამოვიდა, რადგან სურვილი გაჩნდა, რომ კიდევ გაგრძელდეს ეს პროექტი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
პირველი ბაზარი წელს ვალენტინობისთვის იქნება, 13-დან 15 თებერვლის ჩათვლით. 3-დღიანი სავალენტინო ბაზარი იქნება, სადაც მცირე მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ სტუმრებს თავიანთ ნაწარმს შესთავაზებენ“, - განაცხადა ანა ბარათაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა მცირე მეწარმეების ხელშემწყობი ბაზრის გამართვას ყოველწლიური სახე მიეცეს.