მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Vali.ge-ზე ატვირთული 407 ათასზე მეტი მსესხებლის სასესხო დავალიანება 3 მილიარდს აჭარბებს"

5c0f94e6e1f71
თელარა გელანტია
11.12.18 14:42
2021
ამ დროისთვის ვებგვერდზე Vali.ge 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვებგვერდზე Vali.ge ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

სამინისტრო ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად ინსტრუქციასაც ავრცელებს:

„საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები“, - ნათქვამია უწყებს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები