ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სესხების ჩამოწერის ვებ-გვერდზე ექვსი ბანკის - „საქართველოს ბანკის“ “თიბისი ბანკის,“ „ლიბერთი ბანკის,“ „სილქროუდ ბანკის,“ „ხალიკ ბანკის“ და „იშ ბანკის“ მსესხებლების დაზუსტებული მონაცემებია ატვირთული.
რაც შეეხება სხვა ბანკებს, ძნელაძის განმარტებით, სიების დაზუსტება ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე www.vali.ge -ზე საკუთარი საბანკო სესხის შესახებ მონაცემების ნახვა პროგრამაში ჩართულ ყველა პირს ექნება.
„ექვს ბანკზე უკვე ხელმოწერილი დოკუმენტები დაზუსტებული სიებით ატვირთულია. ეს არის „საქართელოს ბანკი,“ „თიბისი ბანკი,“ „ლიბერთი ბანკი“ ასევე „სილქროუდ ბანკი,“ „ხალიკ ბანკი“ და „იშ ბანკი.“ პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ეტაპობრივად ხდება მონაცემების შეყვანა და ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე საბანკო სექტორის შესახებ მონაცემები სრულად იქნება ატვირთული.
ყველა ბანკი თანახმაა, გარდა იმისა, ვისაც არ ჰქონდა საკუთარ პორტფელში ისეთი სესხები, რომელიც ე.წ. სესხების განულების პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს ან იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ფიზიკურად ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. რაც შეეხება საიტის ფუნქციონირებას, გუშინ იყო რაღაც პრობლემები, დღეს ვებ-გვერდი შეფერხებების გარეშე მუშაობს“, განაცხადა bm.ge-თან საუბრისას ძნელაძემ.