მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვალის მართვის სტრატეგია დაახლოებით ერთ თვეში გამოქვეყნდება"

5b98d88e5d059
სალომე მეცხვარიშვილი
12.09.18 13:10
658
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ვალის მართვის სტრატეგია დაახლოებით ერთ თვეში გამოქვეყნდება. როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, სტრატეგია პრაქტიკულად მომზადებულია და უახლოეს პერიოდში წარედგინება მთავრობას.

"რამდენიმე პროცესი იყო ვალის მართვის სტრატეგიასთან დაკავშირებით. მათ შორის გავიარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები. ვალის სტრატეგიამ გაიარა ყველა დონე და ჩვენ მზად ვართ აღნიშნული დოკუმენტი მთავრობას წარვუდგინოთ. რადგან ახალ საბიუჯეტო ციკლს ვიწყებთ, აუცილებელია ჩავჯდეთ ამ დროის ფარგლებში. ახალი წლიური პროგნოზებიც მნიშვნელოვანია. დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკური განვითარების პროგნოზებსაც, რასაც დასჭირდება ერთი თვე და განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდება ვალის სტრატეგია",- აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები