საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე - ფორექსი - ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი ივაჭრება. აშშ დოლარი ვალუტის გაცვლის ტრანზაქციების 88%-ში მონაწილეობს და მსოფლიო სავალუტო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა საინტერესოა, რომელ ვალუტებს ცვლიან აშშ დოლარში ყველაზე ხშირად?
Visual Capitalist სწორედ ამ რეიტინგის ვიზუალიზაციას აქვეყნებს, რომელიც New York Fed-ის 2024 წლის აპრილის ფორექსის ჩრდ. ამერიკის ანგარიშს ეფუძნება.
ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ, $93.3 მილიარდი ამერიკული დოლარი ივაჭრება, ნომერ პირველი ვალუტა კი ევროა. სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
ვალუტა - ტრანზაქციების დღიური მოცულობა ($ მილიარდი)
- ევრო - 93.3
- იაპონური იენი - 72.3
- კანადური დოლარი - 45.5
- ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 42.7
- ავსტრალიური დოლარი - 20.0
- მექსიკური პესო - 25.6
- შვეიცარიული ფრანკი - 18.6
- ჰონგკონგის დოლარი - 15.7
- სინგაპურული დოლარი - 11.2
- ჩინური იუანი - 10.6