მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვალუტის მერყეობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობა"

5a1fa14e62024
BM.GE
30.11.17 10:11
1219
"ჩვენი ამოცანაა, ვალუტის მერყეობაზე არ იყოს დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობა", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს. მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზებს ვერ აკეთებს, თუმცა ეროვნული ბანკის გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტერვენციები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციური წნეხი იქნება ეკონომიკაზე.

"სებ-მა გააკეთა განცხადება და მინდა ამ განცხადებას დავეყრდნო. თუ ეროვნული ბანკი, დადასტურდება და შენიშნავს, რომ ინფლაციური წნეხი არის ეკონომიკაზე, ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. რაც შეეხება ლარიზაციის მიმართულებას, აქ არსებობს ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მიჰყვება. მათ შორის გარკვეული საკანონმდებლო პაკეტი არის დღეს პარლამენტში და შესაბამისად გაგრძელდება ლარიზაციის პროცესი. ჩვენი ამოცანა ამ მიმართულებით არის ის, რომ ვალუტის მერყეობაზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, რაც ორ რამეში გამოხატება. პირველი ის, რომ ფასები არ უნდა გაიზარდოს ჩვენს ქვეყანაში და ასევე მოსახლეობას მეტის ან ნაკლების გადახდა არ უნდა მოუწიოს ბანკში იმის მიხედვით, თუ რას იზამს რომელიმე ვალუტა’’, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები