მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც - მიხეილ ბოცვაძე

მიხო
BM. GE
11.08.23 12:41
98

ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა.

"კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს.

„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოება.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ, რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც "ენერგო-პრო ჯორჯიას" მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს.

საბოლოო მიზანებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები