მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - EU-ის ელჩი საქართველოში

ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩისნკი ქართველებს 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ ეს დღე იმის მტკიცებულებაა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია გარანტირებულ მოცემულობად არასდროს უნდა ჩაითვალოს.

ევროპელი დიპლომატის მილოცვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა და ახლაც საქართველოს ერთგულ მეგობრად რჩება.

"დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ.

ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდდგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლსაშუალებას ვაძლევდით.

ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად.

ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენი.

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

წინ საქართველო, წინ!" - აცხადებს ჰერჩინსკი თავის მიმართვაში.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები