მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამზადებთ მომავალი აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტს" - აფხაზეთის მთავრობა

აფხაზეთი

"ვამზადებთ მომავალი აფხაზეთის კონსტიტუციის მონახაზს, პროექტს", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჯემალ გამახარიას თქმით, მთავრობა პროექტს ევროპული ქვეყნების გამოცდილებით წერს.

"ვერ გეტყვით რამდენი დასჭირდება, მაგრამ დიდი დრო არ არის დარჩენილი იმისთვის, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ჩვენი სამომავლო ყოფის შესახებ მოლაპარაკება დავიწყოთ. ამისთვის ვამზადებთ მომავალი აფხაზეთის კონსტიტუციის მონახაზს, პროექტს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიყავით, მათი გამოცდილება შევისწავლეთ, კიდევ ერთ-ორ ქვეყანაში გამგზავრებას ვაპირებთ", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

კითხვაზე, რას ნიშნავს კონსტიტუციის დოკუმენტი, რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება აფხაზებს და არიან თუ არა ამით აფხაზები დაინტერესებული, ჯემალ გამახარიამ უპასუხა:

"დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ ჩვენ აფხაზებს ვპირდებით ფართო უფლებებს საქართველოს შემადგენლობაში. გვყავს შესანიშნავი სპეციალისტები, ახალგაზრდები, რომლებიც სხედან დღეს და ამაზე მუშაობენ და სადღაც მომავალი წლის შემოდგომისთვის ეს პროექტი გვექნება. ახლა დეტალები არ ვიცი… ამით ბევრი აფხაზია დაინტერესებული. ასეთი ადამიანები დიდი რაოდენობით არიან და ჩვენ ამათზე ვაკეთებთ აქცენტებს და არა ასლან ბჟანიაზე, სერგეი შამბაზე".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დაბრუნება რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცეს. მისი თქმით, გაერთიანების მთავარი გასაღები ევროკავშირში გაწევრიანებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები