მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვან გოგის ნახატი აუქციონზე რეკორდულ $62,7 მილიონად გაიყიდა

Van Gogh

ნიუ იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე ვინსენტ ვან გოგის ნატურმორტი პარიზული რომანები და ვარდები ლარნაკში 62.7 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნატიურმორტი გახდა.

ნამუშევრისთვის, რომელიც ვან გოგმა 1887 წელს პარიზში, ძმა ტეოსთან ცხოვრებისას შექმნა, ბრძოლა აუქციონზე შვიდი წუთი გრძელდებოდა. ვან გოგი კითხვის მოყვარული იყო, წერილებში იგი ინგლისურ, დანიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე დაწერილ 150-მდე ავტორის წიგნს ახსენებს. ნახატის თემატიკა მხატვრისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა მის შემოქმედებაში წიგნები იშვიათად გვხვდება.

პარიზული ნოველების დახატვამდე, ვან გოგმა უფრო მარტივი და შედარებით მცირე ზომის მოსამზადებელი კომპოზიცია შექმნა, რომლის ნახვაც ვან გოგის მუზეუმშია შესაძლებელი, ამსტერდამში.

პარიზული ნოველები მხატვრის გარდაცვალების შემდეგ იტალიელმა მხატვარმა ანტონიო მანჩინიმ შეიძინა, პირველად კი აუქციონზე ნახატი 1988 წელს გამოვიდა, სადაც 7 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები