მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვან გოგის უცნობი ტილო აუქციონზე 11,2 მილიონ სტერლინგად გაიყიდა

6061df0cd1c5c
ნათია თაქთაქიშვილი
29.03.21 18:44
885
ვინსენტ ვან გოგის უცნობი ნახატი, რომელიც 100 წელზე მეტხანს კერძო მფლობელის ხელში იყო, აუქციონზე 11,2 მილიონ ფუნტად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნახატი, რომელშიც პარიზის ქუჩაა გამოსახული, 1887 წლით თარიღდება და ის საფრანგეთში ერთ-ერთი ოჯახის საკუთრება იყო.

ნახატი სახელწოდებით - „ქუჩის სცენა მონმარტში“, ვან გოგმა 1886-1887 წლებში შექმნა, როცა პარიზში თავის ძმასთან, თეოსთან ცხოვრობდა.

ნახატი ასახავს სახელგანთქმულ გალეტის წისქვილს (Moulin de la Galette), რომელიც XIX საუკუნის პარიზში გართობისა და თავშეყრის მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენდა.

აუქციონზე გასვლამდე ამ ნახატის მხოლოდ 1972 წელს გადაღებული პატარა, შავ-თეთრი ფოტოსურათი არსებობდა, რომელიც მხატვრის ზოგიერთ სხვა ნამუშევარს მოგაგონებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები