მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი მედიის წარმომადგენლებს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს

5e05ee49891fd
ინგა მურუსიძე
27.12.19 15:46
1676
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ტელევიზიების წარმომადგენლებს მასთან გამართული შეხვედრის შესახებ ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიის წარმომადგენლები იტყუებიან იმიტომ, რომ გადასახადები არ გადაიხადონ.

„გავრცელებული ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად ტყუილია, ჩაიხედონ თავის გულში და ხომ იციან, რომ ტყუილია. ეს იმაში სჭირდებათ, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, მაგრამ მთავარია, გადაიხადონ გადასახადები და რაც უნდათ ის დამაბრალონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, მედიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის რომელი ნაწილია ტყუილი, მინისტრი პასუხობს, რომ „რა შინაარსიც გავრცელდა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით, იყო ერთმნიშვნელოვნად ტყუილი. მაგრამ გადაიხადონ გადასახადები და გააგრძელონ ტყუილები“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანსთა მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა „TV პირველის“ გენერალურმა დირექტომა ინგა გრიგოლიამ. როგორც მოგვიანებით მან "დღის ამბებიის" ეთერში განაცხადა, შეხვედრისას ვანო მაჭავარიანმა თავისი წინამორბედი მინისტრების დახასიათებისას უცენზურო სიტყვა გამოიყენა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები