მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვანო მაჭავარიანი "ოქროს სიის" გაუქმებაზე: ბიზნესი გაგებით მოეკიდა ამ მოვლენას

5d2344f2b3aeb
თელარა გელანტია
08.07.19 17:26
749
„მომავალში უფრო ინეტენსიურს გავხდით კომუნიკაციას“, - ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით ბიზნესთან კომუნიკაციის დეფიციტზე ისაუბრა.

მაჭავარიანმა აქცენტი ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე გაამხვილა.

„როდესაც საქმე ეხება „ოქროს სიას“, უნდა გავიხსენოთ კონტექსტი და ისტორია. 2017 წელს საქართველომ მთავრობამ აიღო ვალდებულება სავალუტო ფონდის წინაშე და თქვა, რომ „ოქროს სია“ არის გასაუქმებელი. შეღავათი ეხებოდა 218 კომპანიას და 50 000 კომპანია ვერ იყენებდა ამას. შესაბამისად, ეს არის სწორ ჩარჩოში მოქცევა და პირობების გათანაბრება.

2017-შიც რომ გაუქმებულიყო, როდესაც ეს ვალდებულება ავიღეთ, ჩვენ ბიუჯეტში აისახებოდა თუ რას მოხმარდებოდა ეს თანხა. 2018-შიც იგივე აღწერა ექნებოდა, მოხდა 2019-ში და ამ პერიოდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო - მასწავლებლებისთვის ე.წ. ჯილდოს გაცემა, სწორედ აქეთ მოხდა ამ თანხის მიმართვა.
ვისაუბრეთ კომუნიკაციაზეც და მივედით კონსესუსამდე. გაგებით მოეკიდნენ ამ მოვლენას და ჩვენც აღვუთქვით, რომ მომავალში უფრო გავაღრმავებთ და ინეტენსიურს გავხდით კომუნიკაციას“, - განმარტა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: IMF-ის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გაწერა საკუთარი პირობები და დათქმები, რომელთა შესრულებასაც ის გეგმავს. მათ შორის მოხვდა ჩანაწერი "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტით ნათელი ხდება, რომ ამ სიის გაუქმებით მთავრობა იმპორტიორებისთვის პირობების გათანაბრების ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავდა.

"რეფორმათა ფისკალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ გავზარდეთ გადასახადები თამბაქოზე და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას თამბაქოს სხვა ნაწარმზე. ჩვენ ასევე ვაუქმებთ გადასახადის გადამხდელთა ე.წ. „ოქროს სიისთვის“ შეღავათებს, რაც 100 მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს", - ნათქვამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც IMF-ის მეოთხე მიმოხილვის ნაწილს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები