მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვანო მაჭავრიანი TBC-ის საქმეზე: "თვითონ ტრანზაქცია არის ძალიან მძიმე"

5c80f3831c83d
თელარა გელანტია
07.03.19 14:32
1089
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „ეს ტრანზაქცია არის თუ არა მომხდარი, ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ და რომ არის მომხდარი, ამაზე არავინ არ დაობს“.

ამის შესახებ მან tv “პირველზე“ „დღის ამბებში“ ჩართვისას TBC ბანკის საქმეში არსებული 2008 წლის 17 მლნ-იან ტრანზაქციიაზე საუბრისას განაცხადა.

„რა კავშირი აქვს ბოლო პერიოდის მოვლენებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან, დღემდე ვერ მივხვდი. ტრანზაქციის შესახებ არის საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრი.  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ექსპერტული წრეები, არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, რომ ეს ტრანზაცია არის როგორც მინიმუმ საეჭვო და როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი. თვითონ ტრანზაქცია არის ძალიან მძიმე, როგორც რეპუტაციულად, ასევე - სამართლებრივად. ეს ტრანზაქცია არის თუ არა მომხდარი, ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ და რომ არის მომხდარი, ამაზე არავინ არ დაობს. თუ რატომ და რა მიზეზებით მოხდა, ეს შეიძლება გასარკვევია, შეიძლება აქვს რაიმე ახსნა, თუმცა რაც არის ზედაპირზე არის ძალიან მძიმე. 10 წლის მერე ვინ ვინ ვის რა მიწერა, ვის რა უჩურჩულა, როგორ შეიძლება, რომ ამ ამბავმა შეცვალოს ტრანზაქცია, რომელიც შავით თეთრზეა განხორციელებული. მე მგონი, სებ-ი მოიქცა უმაღლესი სტანდარტით როგორც პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ასევე ეთიკურად, ამას ეჭვქვეშ არავინ არ აყენებს“, - განაცხადა მინისტრმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები