მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვანო მთვრალაშვილი: იანვრის ბოლოდან საწვავზე ფასების მატებას აქციზის გადასახადის ზრდა იწვევს

589aeda231698
BM.GE
08.02.17 14:04
2099
"იანვრის ბოლოდან საწვავზე ფასების მატებას აქციზის გადასახადის ზრდა იწვევს", - აცხადებს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი. მისი განცხადებით, კომპანიების ნაწილმა საკუთარი პროდუქციის ფასზე აქციზის გადასახადის ზრდა ასახეს, ნაწილი კი ამას მომავალში გააკეთებს.

"ფასების ზრდა განპირობებული იყო რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორით, მათ შორის ლარის გაცვლითი კურსით დოლართან, საერთაშორისო ფასით პლაცის მიხედვით, რაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მესამე ფაქტორია საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რაც აქციზური გადასახადის ზრდას მოიცავდა.

თითოეული ფაქტორის მოქმედება დროში მყისიერად არ ხდება და ისინი ეტაპობრივად ახდენენ გავლენას, შესაბამისად ფასების მატება მყისიერი არ ყოფილა.
მიმდინარე პერიოდსითვის, კომპანების ნაწლმა აქციზის ზრდა ნაწილობრივ ასახეს ფასზე, ნაწილს კი არ აუსახავს. მთლიანად მისი ასახვა ჯერ არ მომხდარა.

ერთადერთი კომპონენტი რომელიც მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასზე იმოქმედებს აქციზის გადასახადის ზრდა იქნება", - განაცხადა მთვრალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები