მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვანში კომპოზიტური მინის საწარმო ნოემბერში ამუშავდება

595b4e19229b3
სალომე მეცხვარიშვილი
04.07.17 13:30
2445
ვანში კომპოზიტური მინის საწარმო ნოემბერში ამუშავდება. პროექტს ბიზნესმენ ბეჟან წაქაძის კომპანია "ნიუ ჰაუსი" ახორციელებს.

როგორც დეველოპერული კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" აცხადებს, კომპოზიტური მინის საწარმო ფართო ასორტიმენტის სამშენებლო მასალებს დაამზადებს, რომელიც 25%-30%-ით იაფი ჯდება და მეტი მდგრადობიტ გამოირჩევა.

ქარხანაში დამზადდება არმატურის ნაწარმი, ასევე სანიაღვრე სისტემისთვის განკუთვნილი დეტალები.

ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და დაინტეერსებაა რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან.

მისი ინფორმაციით, ისრაელურ დეველოპერულ კომპანიასთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე შედგა.

ქარხანაში ამ ეტაპზე მილიონ დოლარზე მეტია ჩადებული. მისი მშენებლობა დაწყებულია. დანადგარები ბიზნესმენს უკვე ჩამოტანილი აქვს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ სამშენებლო მასალებს თავადაც გამოიყენებს სასტუმროებში, რომელთა მშენებლობასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.

პროექტი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. ახალ საწარმოში 38 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები