მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Vantage Data Centers-ი ტეხასში $25-მილიარდიან AI დატა ცენტრების კომპლექსს ააშენებს

დატა ცენტრები
BM. GE
21.08.25 14:12
218
სტატიაში საუბარია:

Vantage Data Centers-ი, პარტნიორ კომპანიებთან, Silver Lake-თან და DigitalBridge-თან ერთად ტეხასის შტატში, შაკელფორდში $25-მილიარდიან AI დატა ცენტრების კომპლექსს ააშენებს. პროექტის სახელმწოდება Frontier-ი იქნება და ის 1,200 ჰექტარზე გადაჭიმულ 10 მსხვილ დატა ცენტრს მოიცავს. თითოეული ობიექტის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად 250 კილოვატი იქნება საჭირო. 10-ვე ცენტრის ამუშავებას კი ჯამურად 1.4 გიგავატი დენის დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ Vantage-ს არსებობის ისტორიაში ამ მასშტაბის პროექტი არ განუხორციელებია.

დატა ცენტრების კომპლექსიდან პირველი 2026 წლის მეორე ნახევარში გაიხსნება. Frontier-ის განმახორციელებელ კომპანიებს სურთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე კომპანიებს ხელი შეუწყონ. Vantage Data Centers-ში ფიქრობენ, რომ მათი კომპლექსით OpenAI და Google-ი დაინტერესდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები