მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ვაქცინაცია​ სააფთიაქო ბიზნესში პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის - ეკა ბურძენიძე "ავერსი-ფარმა"

BM.GE
15.03.21 09:30
1283
საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე სამი მთავარი მოთამაშეა: “PSP”, “ავერსი”, ასევე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი “ჯიპისი და ფარმადეპო”. 2019 წლის შემოსავლების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელი “ჯიპისის” აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 296 აფთიაქით საქმიანობს. მეორე ადგილზეა 268 აფთიაქით “ავერსის” ქსელი, მესამეზე კი - 235 აფთიაქით “PSP”-ს ქსელი. აფთიაქებთან ერთად კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზეც და ისინი სხვადასხვა კლინიკებსა და სახელმწიფო დაკვეთებს ემსახურებიან.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, სამივე კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2019 წელს 1.5 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის გაყიდვების მოცულობით და წმინდა მოგებით პირველ ადგილზე “ჯიპისია”.

2020 წელს სააფთიაქო სექტორი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - მათი ვალდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი, მოქალაქეებისთვის წამლების, პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების შეუფერხებლად მიწოდება გახდა.

სტუმარი: ეკა ბურძენიძე - “ავერსი” სააფთიაქო ქსელის დირექტორი
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები