მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის ალიანსი ბილ გეითსის მონაწილეობით $8.8 მილიარდს მოიზიდავს

5eda556bb2fea
ნათია თაქთაქიშვილი
05.06.20 23:40
1192
2020 წლის გლობალური ვაქცინაციის სამიტის მიზანი ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსისთვის (GAVI) სულ მცირე 8.8 მილიარდი დოლარის მოზიდვა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNBC-ი ავრცელებს.

სამიტი ლონდონში იმართება და მასზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული. საკვანძო სპიკერებს შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და Gavi მმართველობის თავმჯდომარე ნგოზი ოკონჯო-ივეალა იქნებიან.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ $7,4 მილიარდი დოლარი, რომლის მოზიდვა 2021-2025 წლების პერიოდისთვის იგეგმება, 1,1 მილიონი ბავშვის COVID-19-ის წინააღმდეგ ასაცრელად იქნება მიმართული.

ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) რამდენიმე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების პარტნიორობაა, რომლის მიზანი ღარიბ ქვეყნებში საბავშვო ვაქცინაციისადმი წვდომის გაზრდაა.

ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო სპონსორი ბილ და მელინდა გეითსების ფონდია. ფონდს, ასევე, სხვა კერძო სპონსორები, ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. ბილ და მელინდა გეითსების ფონდს, გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და მსოფლიო ბანკს Gavi-ის მმართველობაში მუდმივი ადგილი უკავია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები