მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციის პორტალზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დავიწყეთ - შსს

60e042dbbf989
თელარა გელანტია
03.07.21 15:00
942
ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიტერული მონაცემების და სისტემების უკანონო გამოყენებას და ხელყოფას ითვალისწინებს.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს კიბერშეტევა მხოლოდ აღნიშნულ პორტალზე მოხდა, თუ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა საინფორმაციო ბაზებზე.

შეგახსენებთ: დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა პორტალი გათიშულია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, არც NCDC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. რამდენიმე საათის წინ მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები