მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინის ბუსტერ დოზა ეფექტურია ომიკრონით გამოწვეული რთული ფორმების წინააღმდეგ - ზაალ კოკაია

62002fc8af845
BM.GE
07.02.22 00:29
989
გენეტიკური ლაბორატორია "მედ-დიაგნოსტიკის" დამფუძნებლის, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ კოკაიას განცხადებით, კოვიდ ვაქცინის მესამე ბუსტერ დოზა ადამიანის ორგანიზმს ომიკრონით გამოწვეული მძიმე ავადობისგან იცავს, რაზეც წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევები მეტყველებენ. 

"მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Cell-ის 3 თებერვლის ნომერში (www.cell.com) გამოქვეყნდა სამი კვლევა (Dejnirattisai et al., 2022, Garcia-Beltran et al., 2021 და Hoffmann et al., 2021), რომელებიც ადასტურებს, რომ SARS-CoV-2 ომიკრონი ეფექტურად არიდებს თავს ადამიანის ძირითად იმუნურ დაცვას - ანტისხეულებიით განეიტრალებას.

ამ კვლევებმა აჩვენა, რომ მართალია, რნმ ვაქცინის ერთი ან ორი დოზა ვერ იწვევს ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულებით გაუვნებელყოფას, თუმცა მესამე დოზა ანუ ბუსტერი იმუნიური მეხსიერების გააქტიურების გზით აძლიერებს ანტისხეულების გამანეიტრალებელ ფუნქციას და ეფექტურად ასუსტებს კოვიდის ამ ვარიანტს.

ამასთან, ვაქცინა სავარაუდოდ არამანეიტრალებელი ანტისხეულების და T-ლიმფოციტების აქტივობის გზით მაინც იცავს აცრილ ინდივიდებს ომიკრონით გამოწვეული კოვიდის რთული ფორმებისგან და მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას,"- წერს ზაალ კოკაია. 

საქართველოში მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1,339,688 ადამიანი, რაც სრულწლოვანი მოსახლეობის 46.6%-ია. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია 1,226,924 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 42.7%-ია.

უშუალოდ ბუსტერ დოზით აცრილია 181,210 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები