ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანტირაბიული [ცოფის] ვაქცინის დიდი მარაგი აქვს და ცხოველების ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მიმართონ მათ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას.
დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში", - წერია განცხადებაში.




























