ჟენევის სოთბის აუქციონის სახლში ვარდისფერი მსხლის ფორმის ბრილიანტი, მეტსახელად "უნიკალური ვარდისფერი" 31.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
იშვიათი ქვის წონა 15.38 კარატს შეადგენს და მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ვარდისფერ ალმასად ითვლება.
საწყისი ფასი 28 მილიონი დოლარი იყო, ორგანიზატორების ვარაუდით, ვაჭრობისას ფასი 38 მილიონ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა ასე არ მოხდა. უნიკალური ვარდისფერი ბრილიანტი ანონიმმა მყიდველმა შეიძინა, რომელიც აუქციონში ტელეფონის საშუალებით მონაწილეობდა. ასევე უცნობია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ბრილიანტი გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

























