მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ვიქტორია ღლონტი ქალების ნარატივში

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. კამპანიას საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა. მისი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გზით დაავადების დამარცხებაა. დროთა განმავლობაში კამპანიამ ფართო ხასიათი მიიღო, მის ატრიბუტად კი ვარდისფერი ლენტი იქცა, როგორც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. დღესდღეობით „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კომპანიები თუ ორგანიზაციები ქალებს აღნიშნული დაავადების სკრინინგსა და პრევენციასთან დაკავშირებულ პროგრამებსა თუ აქციებს აქტიურად სთავაზობენ. ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიისთვის ემზადება - “ონკოლაინ ჯორჯიაც”. კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაციის მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ონკოპრევენციის პროგრამების მიმართ მიმართვიანობის გაზრდა.

სტუმარი: ვიქტორია ღლონტი - “ონკოლაინ ჯორჯიას” წევრი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები