კომპანია Craft Food კვების სექტორში ოპერირებს და მომხმარებელს "კრაფტ ჰოთ-დოგს", "კრაფტ შაურმასა" და "კრაფტ ბურგერს" სთავაზობს, ვარდისფერი შაურმის მომზადება დაიწყო.
კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეა ცომაია BM.GE-სთან ამბობს, რომ პროდუქცია Craft food-ის რესტორნებს უკვე 3 თვეა დაემატა და მასზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.
„დაახლოებით 3 თვეა ბაზარზე ვართ. ჩვენ ჯანსაღი კონცეფცია გვაქვს და შესაბამისად, გადავწყვიტეთ შაურმების მიმართულებითაც უფრო ჯანსაღი პროდუქტი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. აზიური შაურმის შექმნის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. მისი უპირატესობა არის ის, რომ ლავაში ჭარხლის ბაზაზე მზადდება, რაც ვარდისფერ შეფერილობას აძლევს მას. ინგრედიენტები სპეციალურად აზიური გემოების მოყვარულებისთვის არის შერჩეული. პროდუქტი გაუყინავი ნედლეულისგან მზადდება. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც ღორის ასევე ქათმის შაურმას, რომლის ღირებულებაც 15, 90 ლარი და 16, 50 ლარია.
პროდუქცია რეალიზაციაში ჩაშვებამდე, წინასწარ დავაანონსეთ და პირველივე დღიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა“, - აცხადებს დეა ცომაია.
გარდა ვარდისფერი შაურმისა, 3-4 დღის წინ Craft Food-მა წარმოებაში ქათმის ფრთებიც დაამატა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. ამასთან, შეფები საუზმის დამატებაზე აქტიურად მუშაობენ და ისიც სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე.