მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროს დასრულებისთვის მერია ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი ამბობს, რომ ავლაბრის მეტროს ძირითადი სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.

"ავლაბრის მეტროს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია, ვესტიბიული რეაბილიტირებულია. გვაქვს სამწუხარო რეალობა იმ ნაწილში რომ ეს მეტროსადგური აშენებულია საბჭოთა პერიოდში და ამ დროის ბოლო წლებში მიმდინარე მშენებლობები რატომღაც მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა რომ რიგი ელემენტები საჭიროებდა დამატებით კვლევებს", - ამბობს შარკოვი.

რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს, თბილისის მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია უფრო რთული პროცესია და მშენებლობის გასაგრძელებლად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელოდებიან.

"როგორც კი დემონტაჟი დავიწყეთ მაშინვე გაჩნდა დამატებითი კვლევების საჭიროება. დღეის მდგომარეობით სტატუსი ასეთია რომ განახლებულ პროექტზე შევიტანეთ დოკუმენტები სამხარაულის ბიუროში და იქიდან ველოდებით დასკვნას. ამ შედეგებზე დაყრდნობით ალბათ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გახდეს საჭირო იმისთვის, რომ რკინა-ბეტონის თარიღის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმის გათვალისწინებით რომ არსებული კონტრაქტორი საქმის კურსშია, იმედი მაქვს, რომ იგივე კონტრაქტორი გააგრძელებს სამუშაოებს", - ამბობს შარკოვი.

ამას გარდა, თბილისის მერია აპირებს საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას, რათა უცხოური კომპანიებისგან 12 მეტრო სადგურების წინასწარი დიზაინი მიიღოს. ამ სადგურების რეაბილიტაციას მერია ეტაპობრივად გეგმავს, თუმცა შარკოვი მთავარ პრიორიტეტად გურამიშვილის სადგურის რეაბილიტაციას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები