მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვარკეთილში ხიდების რეაბილიტაცია იწყება

5b17b90e682f7
მეგი კავთუაშვილი
06.06.18 14:33
782
თბილისის მერია ვარკეთილში ხიდების რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩატარდა ტექნიკური კვლევა, რომელიც აღნიშნული ხიდების გამაგრებითი სამუშაობის გარდაუვალ აუცილებლობას ადასტურებს.

„ათეულობით წელია ეს ხიდები ექსპლუატაციაშია და მათი გამაგრებითი სამუშაობი არ ჩატარებულა. ხიდების რეკონსტრუქცია 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახალის აშენებას, ჰიდროიზოლაციიისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი.“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები