მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარლამ გოლეთიანი: ჩვენ დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ ჩამოვალთ

60ae4d305c6a3
თელარა გელანტია
26.05.21 17:26
1459
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია განახლდა.

„ჩვენ დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდა, არ გავაგრძელებთ ბრძოლას“, - ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა და დასძინა, რომ შედეგი მიღწეულია - თბილისის მოსახლეობამ მათი სამართლიანი პროტესტის შესახებ გაიგო და მხარდაჭერაც გამოუცხადა.

„ბრძოლა არ დასრულებულა და ის გაგრძელდება რიონის ხეობაში. ეს არ იქნება ფიზიკური ბრძოლა. ესაა უსისხლო ბრძოლა. ნახევარი წელია ამაში ჩაბმული ვართ და ბოლომდე მივიყვანთ.

ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს და დღეს ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ ჯგუფთან, ვინც გვებრძვის. საკითხი დგას მკაფიოდ - მორალურ ომს გავიყვანთ ბოლოში მშვიდობიანად და სწორად. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გადაგვიყვანოს სხვა ვექტორზე, დაგვანაწევროს, ის ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ ისინი, ვინც აქ ვდგავართ.

ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს შედეგს. ჩვენ დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდა, არ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი რაც იყო - დედაქალაქში, სადაც თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა, მიღწეულია. გზის გადაკეტვაც იყო სიმბოლური ხასიათის; ამით ჩვენ დავაფიქრეთ თანამოქალაქეები, რომ დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და მივხვდეთ, რა მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელშიც ვართ. შედეგი მიღწეულია - დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი პროტესტის შესახებ. ამიტომ ახლა მთავარია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი და ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები