მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვარშავის საწარმოთა ინდექსში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს

თბილისი

ვარშავის საწარმოთა ინსტიტუტის სიმდიდრის ინდექსში საქართველომ 37-ე ადგილი დაიკავა. ინდექსი მშპ-ს გარდა ასევე ზომავს სახელმწიფო ხარჯების ხარისხსაც.

ინდექსი ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ასევე აფასებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს. ინდექსში ლიდერ პოზიციაზე ირლანდია, შვეიცარია და ნორვეგია იკავებენ. საქართველო 2025 წლის ინდექსში პირველად მოხვდა.

ვარშავის საწარმოთა ინსტიტუტის ინდექსი ქვეყნების განვითარების შეფასებებისას ეკონომიკის ზომის გარდა, ასევე მხედველობაში იღებს სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობას მათ შორის თავდაცვაში, უსაფრთხოებაში, ინფრასტრუქტურაში, უმაღლეს განათლებაში, ჯანდაცვასა და გარემოს დაცვაში. ხარჯების გარდა ასევე მხედველობაში იღებენ დემოკრატიის ხარისხსაც, კერძოდ გამოხატვის, პრესის და შეკრების თავისუფლებას. ანუ ინდექსი აფასებს ეკონომიკურ კეთილდღეობას ერთ სულ მოსახლეზე როგორც კერძო ისე სახელმწიფო დანახარჯების მიხედვით. წელს ინდექსით ჯამში 40 ქვეყანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები