მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვარსკვლავები და მათი უცნაური ბიზნესები

5b894574628e0
BM.GE
31.08.18 19:00
2324
BBC-ის რუსული რედაქცია მსოფლიოში ცნობილი პირებისა და მათი უცნაური ბიზნესების შესახებ სტატიას აქვეყნებს. სიაში რეპერ სნუპ დოგთან ერთად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ხვდება.

სნუპ დოგი და კულინარიული წიგნი

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა რეპერმა, პროდიუსერმა და მსახიობმა სნუპ დოგმა განაცხადა, რომ ოქტომბერში კულინარიულ წიგნს სახელწოდებით From Crook to Cook გამოუშვებს. გამოცემის ინფორმაციით, წიგნში გაერთიანებული იქნება მომღერლის საყვარელი საკვებისა და სასმელების რეცეპტები.

კიმ კარდაშიანი და საპირფარეშოების ბიზნესი

გამოცემის ცნობით, 8 წლის წინ კიმ კარდაშიანმა საკმაოდ მსხვილ კომპანიასთან Charmin -თან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც Procter&Gamble-ის მფლობელობაშია და რომელიც ტუალეტის ქაღალდს აწარმოებს. კარდაშიანმა კომპანიასთან პარტნიორობის ფარგლებში ნიუ-იორკში რამდენიმე საპირფარეშოც გახსნა.

დენი დევიტო და ლიმონჩელო

მსახიობ დენი დევიტოსა და ლიმონჩელოს „გაცნობა“ 2006 წელს შედგა. გამოცემის ცნობით, ამ პერიოდში დევიტო ერთ-ერთ ტოქშოუში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ მის კოლეგა ჯორჯ ქლუნისთან ერთად დაახლოებით 7 ჭიქა ლიმონჩელო ჰქონდა დალეული. უკვე მომდევნო წლისთვის კი მსახიობმა საკუთარი ლიმონჩელოს გამოშვებაზე დაიწყო მუშაობა.

ჯორჯ ქლუნის ტეკილა

კლუნი 2016 წლიდან ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის, თუმცა, ამის პარალელურად საკმაოდ სერიოზული შემოსავალი აქვს სხვა ბიზნესიდან. ტეკილას წარმოება ის ბიზნესია, რომლის მეშვეობითაც 57 წლის მსახიობი Forbes-ის სიაში მოხვდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუნი ტეკილას ბრენდის Casamigos-ის თანამფლობელი 2017 წლამდე იყო, შემდეგ კი ის ბრიტანულ მწარმოებელს Diageo-ს გადაულოცა. გასული წლის ივნისიდან მიმდინარე წლის ივლისამდე კლუნიმ 239 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ანუ იმაზე მეტი, რაც მის 35-წლიან სატელევიზო კარიერაში.

დონალდ ტრამპის სტეიკი

გარდა იმისა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია და მის სახელთან დაკავშირებულია რეალითი შოუ Apprentice, რომლის წამყვანიც ის გახლდათ, ტრამპს თავისი სახელობის სტეიკიც აქვს გამოშვებული.

ბრენდი სახელწოდებით Trump Steaks 2007 წელს გამოუშვეს. გამოცემა წერს, რომ ტრამპი ამ პერიოდისთვის ერთ-ერთ სავაჭრო არხზეც გამოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია უფრო მეტი ადამიანისთვის გაეცნო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მას ვერ დაეხმარა: მისმა „მსოფლიოში საუკეთესო სტეიკმა“ გამოსვლა 2 თვის შემდეგ შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები