მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვართ მოწადინებული, რომ საქართველოში გადასახადები ნაბიჯ-ნაბიჯ მცირდებოდეს"

5c17d0e16d167
თელარა გელანტია
17.12.18 20:35
2207
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, გადასახადების დაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ facebook-ში ლაივ-ჩართვისას ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ქვეყანაში გადასახადების შემცირებას შეეხებოდა.

მისი თქმით, გადასახადების შემცირება და ზოგადად ნებისმიერი ეკონომიკური ინიციტივა სიღარიბის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს.

„მე გიდასტურებთ, რომ ვართ მოწადინებული, საქართველოში გადასახადები ნაბიჯ-ნაბიჯ მცირდებოდეს; გადასახადების დაწევა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ - არასაკმარისი. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, ჩვენ თუ შევხედავთ რეიტინგს, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეანაა. საქართველოში არის დაბალი გადასახადები და ბუნებრივია, ამ გზით მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა მოვხსნათ ის ბარიერები, რომელიც საქართველოში ბიზნესის და ეკონომიკის ინკლუზიურად განვითარებას უშლის ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ბარიერებზე საუბრისას მაგალითად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მოიყვანა.

„დაფინანსების ინსტრუმენტების პალიტრა არის საკმაოდ მცირე და ის უნდა გავზარდოთ. ამიტომ ჩვენი ინციატივაა, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, რათა ყველა სიცოცხლისუნარიანი პროექტის რეალიზაცია შევძლოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები