მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშენებთ სომხეთის მომავალს, მაღალი სტანდარტებით - რუბენ ვარდანიანი

61be23332f35e
ინგა მურუსიძე
18.12.21 23:14
1178
ვაშენებთ სომხეთის მომავალს, მაღალი სტანდარტებით, - ასე პასუხობს სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი #ForbesTalks-ის წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც სომხეთის განვითარების მიმართულებით გააქტიურებას ეხებოდა.

„თქვენ კვლავ რჩებით Forbes-ის სიაში და მოხსენიებული ხართ, როგორც მილიარდერი ვენჩურული ფილანთროპი. თქვენ ხმამაღლა საუბრობთ სომხეთზე, რომელიც უნდა აშენდეს. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე ამაზე არ საუბრობდით. მე თვალს ვადევნებდი თქვენ ციტატებს. თქვენ უფრო გააქტიურდით ამ მხრივ. ნება მომეცით კიდევ ერთხელ მოვიყვანო თქვენი ციტატა - "მზად ვარ ვიყო დარაჯიც და ქვეყნის ლიდერიც", - მიმართა წამყვანმა ბიზნესმენს.

რუბენ ვარდანიანი ამბობს, რომ სომხეთის მომავლის მშენებლობაში უკვე ბოლო 20 წელია აქტიურად არის ჩართული და საუბარი მხოლოდ იმაზე არაა, რომ ამის დამტკიცება წლების განმავლობაში სომხეთში განხორციელებული პროექტებით შეუძლია.

„ამ პროექტების ორგანიზება არ ჰგავდა ემოციურ საქველმოქმედო აქტივობას, ეს გაკეთდა სტრატეგიული ხედვით იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სომხეთისთვის. ბევრი მეკითხება, რატომ ავირჩიე მონასტერი. ეს ადგილი აირჩია ჩვენმა საკონსულტაციო კომპანიამ, რომელმაც გადაწყვიტა აღეწერა, როგორ ვხედავთ სომხეთის განვითარების მომავალს და რატომ. მინდა ვთქვა, რომ ბოლო 20 წელია ამ ყველაფერს ვაკეთებ მკაფიო მიზნით, იმის მიხედვით თუ როგორ ვხედავ ამას და არა მარტო მე, არამედ ასობით პარტნიორი და ადამიანი, ვინც მხარს გვიჭერს - ვაშენებთ სომხეთის მომავალს მაღალი სტანდარტებით.

ინვესტიციებს ვდებ სომხეთის საუკეთესო ბანკში - ამერია ბანკში. 2007 წელს დავიწყეთ. ის ნომერ პირველი ბანკი გახდა სომხეთში. მართალია. მაგრამ მხოლოდ ეს მხოლოდ არ არის - მაგალითად, პატარა ტურისტული სააგენტო გვქონდა, საუკეთესო უძრავი ქონების შენობაც, სადაც ახლა ბანკის სათავო ოფისია განთავსებული... ეს ყველაფერი გაკეთდა სომხეთის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ფული სომხეთში დარჩენილიყო“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ვარდანიანის თქმით, ის ისევ რჩება ბანკის მინორიტარ აქციონერად.

„მაკონტროლებელი აქციონერი აღარ ვარ, მაგრამ ვრჩები ბანკის მუდმივ აქციონერად, თუმცა არა საბჭოს წევრად. ბანკი მუშაობს სრულიად დამოუკიდებლად. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო აქციონერები და მოქმედი მენეჯმენტი სრულად აკონტროლებს ბანკს“, - თქვა მან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები