მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაშინგტონის მედიის მუზეუმის შენობას ჰოპკინსის უნივერსიტეტი $372.5 მილიონად ყიდულობს

5c4c44f6ad12b
BM.GE
26.01.19 16:17
4731
ორგანიზაცია “თავისუფლების ფორუმი” ვაშინტონის ცენტრში მდებარე მედიისა და თავისუფლების მუზეუმის “Newseum”-ის შენობას ყიდის.

ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. მუზეუმის შენობა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა $372.5 მილიონად შიძინა.

ადგილზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ბიზნესისა და სამედიცინო ფაკულტეტები განთავსდება.

უნივერსიტეტი ამ თანხას ნაწილობრივ დაფარავს $1.8-მილიარდიანი შემოწირულობიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა განახორციელა.

თავის მხრივ, მედიისა და თავისუფლების მუზეუმი საკუთარი არტეფაქტების გამოსაფენად ახალ ობიექტს მოძებნის.

მუზეუმის შენობა 2008 წელს გაიხსნა, მისი მშენებლობა $400-მილიონზე მეტი დაჯდა. თავიდანვე არსებობდა კითხვები, თუ რამდენად შეძლება უნივერსიტეტი თავდაპირველი ინვესტიციის ამოღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები