მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო ერთხელ არის ნახსენები - რა წერია დოკუმენტში?

სს

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

დოკუმენტში რუსეთის მისამართით წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ომი უკრაინაში და გაიყვანოს ჯარები, როგორც მოლდოვის რესპუბლიკიდან ისე საქართველოდან, რომელიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე.

"რუსეთს ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა. არ შეიძლება იყოს დაუსჯელი რუსული ძალების და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა ომის დანაშაულებებზე და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებზე.

რუსეთი არის პასუხისმგებელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე და დიდი ზიანი მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე", - წერია დეკლარაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები