მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლიჯვარში 7000 კვ. მ ფართობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტი 0.7 მლნ ლარამდე დაჯდა

5fd0f8697cfa8
BM.GE
09.12.20 21:20
1044
ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ. მ ფართობზე განთავსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლად რეაბილიტირებული სკვერი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. მისივე თქმით, სკვერში სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის არის მოწყობილი.

„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით გაკეთდა ეს სკვერი, რომელიც დაახლოებით, 7000 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული. ამ სამუშაოების ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა საფარი, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, გაკეთდა აუზი, ბავშვებისთვის ატრაქციონების ზონა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. გარდა ამისა, მოეწყო აუზი და მასზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები.

სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ განახორციელა. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 692 249 ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები