მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

5ab3975d32bc0
თამუნა დემეტრაშვილი
22.03.18 15:44
1726
ვაშლიჯვარში, მარშალ გელოვანის და და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის უფლების მოპოვებას კომპანია ,,ენსისი“ კიდევ ერთხელ შეეცდება. ის ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში საკუთარი შეთავაზება დააფიქსირა. საწყის ფასთან შედარებით კომპანიამ თბილისის მერიას მხოლოდ 22 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა და საბოლოო ფასად 4 მილიონ 284 ათასი ლარი დააფიქსირა.

ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ ჯერზე ორივე მონაწილემ -  "ენსისიმ" და რუსულმა "ნიკარემსტროიმ" დისკვალიფიკაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ "ენსისი" "ბიზნეს სახლის" რკინის კონსტრუქციის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც 11 მილიონიანი პროექტის განხორციელების უფლება გასული წლის სექტემბერში მოიპოვა,ამ კომპანიამ შეასრულა ასევე ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტი "ენსისიმ" თავის დროზე მერიისგან პირდაპირი შესყიდვის წესით მიიღო, მას შემდეგ, რაც წინა კონტრაქტორმა ,,ხიდმშენი-99“-მა ვალდებულებების ვერ შეასრულა.

კომპანია ,,ენსისის“ გენერალური დირექტორი და 70%-იანი წილის მფლობელი გეგი ქელბაქიანია, რომელიც ,,თბილისის წყლის“ ხელმძღვანელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები