ვაშლიკვარში, მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიასაც დისკვალიფიკაცია მისცა. "ენსისიმ“ ტექნიკური დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარადგინა.
მანამდე, ანალოგიური მიზეზით, რუსული "ნიკარემსტროიც" გამოეთიშა პროცესს. მაშინ სატენდერო კომისიამ მის კონკურენტს, - "ენსისის“ დოკუმენტაციაში მონაცემების დასაზუსტებლად დრო მისცა, თუმცა კომპანიამ ეს მოთხოვნა ვერ შეასრულა.
ვაშლიჯვარში ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, ხელახლა გამოცხადდება. პირველ ტენდერში პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ "ენსისი" "ბიზნეს სახლის" რკინის კონსტრუქციის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც 11 მილიონიანი პროექტის განხორციელების უფლება გასული წლის სექტემბერში მოიპოვა.

























