მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია „ენკენი“ ბაზარზე ახალი სახელით გამოჩნდება

60e04bf5bae06
მარიამ იზორია
03.07.21 17:10
1282
ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია „ენკენი“ ბაზარზე ახალი სახელით - „ჩემპით“ გამოჩნდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ შეითნიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიაში რებრედინგი მიმდინარეობს და, დაახლოებით, 2 კვირაში ბრენდს ახალი შეფუთვა და დიზაინი ექნება.

„ბევრი სიახლე გვაქვს - ამ ეტაპზე რებრენდიგი მიმდინარეობს; „ჩემპი“ მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან ჯანსაღ პროდუქტს შესთავაზებს, ჩვენ სხვადასხვა ხილის ჩიფსების წარმოებას ვგეგმავდით, თუმცა, უფრო დიდი მიზანი დავისახეთ და გადავწყვიტეთ, ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია შევქმნათ, როგორიც მაგალითად კარტოფილის ჩიფსების ინდუსტრიაა. ჩვენი ბრენდის ქვეშ ბაზარზე 12 სხვადასხვა სახეობის ვაშლის ჩიფსი სხვადასხვა ხილის გემოთი გამოვა. მაგალითად, ვაშლის ჩიფსი ბანანით, მანგოთი, ანანასით, პროდუქტის მთავარი ბაზა ვაშლი იქნება. გვჯერა, რომ „ჩემპი“ ბევრი ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მოტივაცია იქნება“, - ამბობს თამარ შეითნიშვილი.

ცნობისთვის: „ენკენი“ ჩიფსებს, დაახლოებით, სამი წელია აწარმოებს. პროდუქტი სხვადასხვა ქსელურ მარკეტში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები