აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ამჟამინდელი მონაცემებით, 2023/24 წლების სეზონში ვაშლის გლობალური წარმოება 175 ათასი ტონით გაიზრდება და 80 მილიონ ტონას გადააჭარბებს. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ, თუ რომელ ქვეყნებში ელოდებიან წელს ხილის განსაკუთრებით კარგ მოსავალს, სად არის ნავარაუდევი მოსავლის შემცირება და რა პროგნოზები იკვეთება გლობალურ ბაზარზე. გარდა ამისა, გადავხედეთ ადგილობრივ წარმოებასაც და მოვიკითხეთ ამბები, თუ როგორ ვითარდება ეს სფერო და რა გამოწვევები აფერხებთ ფერმერებს მეტად განვითარებაში.
ლიკა მეგუთნიშვილი - #BMG-ის რეპორტიორი;