მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მის ცოლს, მაია ბოკერიას კი 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

შსს ორივე მათგანს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა. გასულ კვირას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები